რას ნიშნავს 666?


ეს რიცხვი ბიბლიაში მოხსენიებულია როგორც მხეცის რიცხვი , ადამიანის რიცხვი . მოდით გავარკვიოთ რა კავშირშია ეს რიცხვი ადამიანთან და მხეცთან. ,, აქ არის სიბრძნე, ვისაც გაგება აქვს, გამოთვალოს მხეცის რიცხვი, რადგან ეს რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი. (გამოცხ.17,9) ეს არის მუხლი წიგნიდან ,,გამოცხადება,, რომელიც ერთ-ერთია ახალი აღთქმის წიგნებიდან. თვით გამოცხადება იოანემ მიიღო კუნძულზე რომელსაც ეწოდება პატმოსი. (გამოცხ.1,9).


ეს კუნძული იყო ერთ-ერთი საშინელი ადგილი რასთანაც მიახლოებაც ყველას შიშის ზარს სცემდა , რადგან ეს კუნძული განთქმული იყო თავისი მისტიურობით და მიაჩნდათ ავი სულებისა და მოჩვენებების სავანედ. იოანეს მისჯილი ჰქონდა დარჩენილი სიცოცხლის ამ კუნძულზე გატარება. ისტორიული თვალსაზრისით ამ დროს რომის იპერატორი იყო ცეზარ ნერონი, რომელსაც სასტიკად სძულდა ქრისტიანები და ქრისტეს მოძღვრება.

რას ნიშნავს 666?

ლინგვისტიკური თვალსაზრისით ყველა ენაში ასოების შესაბამისი რიცხვები არსებობს. ბერძნული და ებრაული ენები ის ენებია რომლებზეც იწერებოდა ბიბლია. თუ ჩვენ ამ ენებზე , გავშიფრავთ სიტყვას ,,ცეზარ ნერონი,, მივიღებთ რიცხვს – 666.
ანტიქრისტე – განმარტებულია გამოცხადებაში როგორც შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი .

ეშმაკი – განმარტებულია როგორც ძველი გველი მსოფლიოს მაცდუნებელი, გველეშაპი.
ცრუწინასწარმეტყველი – განმარტებულია როგორც ორრქიანი მხეცი რომელიც მოქმედებს პირველი მხეცის (ანტიქრისტეს) მთელი ხელმწიფებით.

ახლა განვმარტოთ ვინაა ადამიანი რომელიც ნახსენებია 9- ე მუხლში . ვინაიდან იმ პერიოდში იყო ცეზარ ნერონი იოანე ვერ დაწერდა ამ წიგნში მის სახელს , არამედ მისი სახელი მოაქცია რიცხვში – 666. ამიტომ დაწერა მან – ვისაც გონება აქვს გამოთვალოს მხეცის რიცხვი. და რადგან ეს ადამიანი ცეზარ ნერონია , გამოდის ის რომ ნერონი მხეცია ანუ – ანტიქრისტე. ამაშია სიბრძნე.

მაგრამ აქვეა ერთი დეტალი , მხეცი არ მოვა როგორც ნერონის სახება და მსგავსება მას ექნება მხოლოდ ნერონის სული.




 

Страницы:

Оставьте комментарий



საიტის კატეგორიები

NARUTO სოუნდრიკები

TOP 5 მომხმარებლები






ONLINE GAME

ფლეშ გაკვეტილები კარგადაა ახსნილი??
Total of answers: 54

ჩვენი მთვლელი

ჩვენი მთვლელი