"ჟამი ნადირთა" ანუ ნადირობა საქართველოში - ჟურნალები - წიგნები - მთავარი - HEADSHOOTER {PAATA}{GIORGI}
მთავარი წიგნები ჟურნალები "ჟამი ნადირთა" ანუ ნადირობა საქართველოში

"ჟამი ნადირთა" ანუ ნადირობა საქართველოში



"ჟამი ნადირთა" ანუ ნადირობა საქართველოში

"ჟამი ნადირთა" ანუ ნადირობა საქართველოში
ძველ ქართულ წერილობით ძეგლებს საინტერესო და საყურადღებო ცნობები დაუცავთ
ნადირობის შესახებ. თუმცა ამ ცნობებში სრულყოფილად არ ჩანს, თუ როგორ
მიმდინარეობდა ნადირობა, რა საშუალებებსა და მეთოდებს მიმართავდნენ, რაზე
ნადირობდნენ უპირატესად და წელიწადის რომელ დროს. ასეთი ცნობები მხოლოდ
ცოცხალი ეთნოგრაფიული გარემოს პირობებში შეიძლება შეიკრიბოს.

ნადირობას,
გარდა სამეურნეო დანიშნულებისა და გართობისა, სამხედრო წვრთნის,
მოლაშქრეთა სამხედრო ვარჯიშის მნიშვნელობაც ენიჭებოდა. ივანე ჯავახიშვილის
დასკვნით, ნადირობას "მარტო კერძო გართობის თვისება არ ჰქონდა, არამედ
სამხედრო ვარჯიშის მაგიერი იყო".

ნადირობის ფაქტი დასტურდება
უძველეს ქართულ ლიტერატურულ ძეგლში, იაკობ ცურტაველის "შუშანიკის
წამებაში", რომელშიც აღნიშნულია, რომ ვარსქენ პიტიახმა ნაცემ-ნაგვემი
შუშანიკი მსახურების ამარა დააგდო "და თვით ნადირობად წარვიდა". აქ ჩანს,
რომ პიტიახში სანადიროდ უფრო გულის მოსაოხებლად, არეული საოჯახო
საქმეებისგან თავის გასარიდებლად მიემართება და ამ შემთხვევაში მისი
წასვლა სანადიროდ თითქოს არ იყო გამოწვეული სამეურნეო-ეკონომიკური
აუცილებლობით. საერთოდ კი შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ იმ დროს ნადირობა
მხოლოდ გართობისა და დროის ტარების მიზნით იმართებოდა- მას უდავოდ გააჩნდა
ეკონომიკური საფუძვლები და საკვების მოპოვების ერთ-ერთ, დამხმარე
საშუალებასა და წყაროს წარმოადგენდა.

KvirisPalitra.Geმონადირეობის
ტრადიციებისა და ნადირის ჩვევებზე დაკვირვების მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ
ჰქონდათ ნადირის შესაკრები ადგილები. "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში"
აღნიშნულია, რომ სერაპიონის შეკითხვაზე ერთ-ერთი "ტყიანი და ლოდოანი"
ადგილის შესახებ, მისი გამყოლი პასუხობს: "რამეთუ არს ესე შესაკრებელი
ნადირთა ველისათა ბაკთა ეწოდების". ამ პასუხიდან აშკარაა, რომ
განასხვავებენ ველისა და ტყის ნადირს. ამასთანავე, ნადირობა დღის
განსაზღვრულ მონაკვეთში, დადგენილ დროს იყო შესაძლებელი, რომელსაც "ჟამი
ნადირთაი" ეწოდებოდა.

როგორც წერილობითი წყაროებიდან ჩანს,
წარჩინებული პირის, მისი ოჯახის საცხოვრებელს ტაძარი ან პალატი ეწოდებოდა.
ხოლო სადგომის, დროებითი საცხოვრებლის ან ღამის გასათევი ადგილის
სახელწოდებად მიღებული ყოფილა სახლი. საინტერესოა, რომ ასეთი სახლი,
დაკავშირებული ნადირობასთან და ნადირობის წესთან, IX საუკუნის წარჩინებულ
ხელისუფალს გიორგი ჩორჩანელსაც ჰქონია ("სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება").

"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" მოთხრობილია, რომ ნადირობდნენ ირემზე, გარეთხაზე, თახვზე.
სანადირო
იარაღად, ძირითადად გამოიყენებოდა მშვილდ-ისარი, რომლის დამზადების
ხალხური წესები თითქმის ბოლო დრომდე შემორჩა ქართულ ყოფაში. ასევე
გავრცელებული ყოფილა ქორით, მწევრებით, მეძებრებით ნადირობა.

ფრანგი
მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოს XVII საუკუნის 70-იან წლებში
ესტუმრა, აი რას წერს სამეგრელოში ნადირობის შესახებ: "ძირითადად
ნადირობენ მტაცებელი ფრინველებით, რომელთაც იშინაურებენ და შემდეგ
სანადიროდ იყენებენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არ
არსებობს სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი რაოდენობით შეიძლება იყოს მტაცებელი
ფრინველი". მისივე ცნობით, დიდი რაოდენობით იჭერენ ამ ფრინველთა
ახალგამოჩეკილ ბარტყებს და ხუთ-ექვს დღეში იშინაურებენ. შარდენი
აღნიშნავს, რომ შავარდნით ნადირობენ წეროზე, მიმინოთი- წყლის ფრინველებსა
და ხოხობზე.

ქორ-შავარდნით ნადირობას კარგად იცნობდა უახლესი
წარსულის ქართული ეთნოგრაფიული ყოფაც. გურიაში მიმინოებს განასხვავებდნენ
ფერისა და მჭირავობის მიხედვით. ულამაზესად თეთრი მიმინო ითვლებოდა, ხოლო
მჭირავობით საუკეთესო იყო ჩხარტისფერი. დედალ მიმინოს, რომელიც უკეთესად
იყო მიჩნეული ნადირობისათვის- ნარდი, ხოლო მამალს გეზელა ეწოდებოდა.
გასაწვრთნელი მიმინოს დასაჭერად სხვადასხვა მისატყუებელ ჩიტს (ბეღურას,
მებოლოკიეს, ღაჟოს) იყენებდნენ. ამათგან საუკეთესო მისატყუარ ფრინველად
ირაო ღაჟო (მამალი მაფრენალი) იყო მიჩნეული.

ჩიტბადობა, ანუ მიმინოს დაჭერა ფერისცვალობას იწყებოდა, რაც ფრინველის მასობრივ წამოსვლასთან (ირაობასთან) იყო დაკავშირებული.
გურიაში თითქმის ყველგან არსებობდა საგანგებო საიარაო ადგილები, სადაც სანადირო მიმინოს იჭერდნენ.

KvirisPalitra.Geდაჭერილ
მიმინოს გამართვას (გაწვრთნას) პირველ ღამესვე შეუდგებოდნენ. ეს იყო
პირველი საფეხურის დასაწყისი, როდესაც ფრინველს ადამიანსა და მის გარემოს
აჩვევდნენ უძილობისა და დაღლის მოქმედებით.

მიმინოს გაწვრთნის მეორე საფეხურზე, როდესაც მას საქნიერზე მოსვლას ასწავლიდნენ, მასზე მოქმედების ძირითადი საშუალება შიმშილი იყო.
მიმინოს
გაწვრთნის უკანასკნელი, მესამე საფეხური იყო ბავლის გაგდება. ამ დროს
მწყერზე სანადიროდ გაწვრთნილ მიმინოს შეაჩვევდნენ დაჭერილი ფრინველის
მხოლოდ თვალისა და ტვინის შეჭმას, რასაც დათვალტვინება ეწოდებოდა.

ადრეული
ხანისათვის ასეთი ცნობები კანტიკუნტად მოგვეპოვება. ამიტომ ჩვენთვის
საინტერესოა IX საუკუნის ერთ-ერთ ისტორიულ საბუთში ("ნასყიდობა დაწერილი
ფავნელის შიომღვიმისადმი") შემონახული ცნობა იმ დროის საქართველოში
გავრცელებული ნადირობის ხერხებისა და საშუალებების შესახებ. საბუთში
აღნიშნულია, რომ ფავნელმა თევდორემ მთავარმემღვიმეს მიუთვალა სოფელნი,
ხოლო თევდორემ მას სამაგიეროდ ოქრო-ვერცხლთან ერთად გადასცა "შდი ქორი
კაპოეტი, შდი მეძებარი, შვი მწევარი წაუვალი".

ნათელია, რომ
სანადიროდ გაწვრთნილი ფრინველი და სანადირო ცხოველები ძვირად ფასობდა და
შეიძლებოდა ვაჭრობის ან გაცვლის საგანი ყოფილიყო.
კაპოეტი ეწოდებოდა
წელიწადგამოვლილ ფრინველს და სანადიროდ გაწვრთნილი ქორიც, როგორც
აღნიშნული საბუთიდან ჩანს, ასეთი უნდა ყოფილიყო. გურიის თანამედროვე
ეთნოგრაფიულ ყოფაშიც კაპოეტი ეწოდება ორი წლის (გამოზამთრებულ და
"ბურდღანაყარ") მიმინოს განურჩევლად სქესისა. ასეთი მიმინო, გურიაშივე
შემონახული ეთნოგრაფიული მასალებით, ნარდ მიმინოს (ე.ი. ახალგაწვრთნილს,
ზამთარგამოუვალს) ბევრად სჯობს: უფრო დამჯერია (მომხედვარია) მონადირისა,
გამძლეა და მეტი შემტევიცაა. თანაც ის უპირატესობა აქვს, რომ თუ ნარდი
მიმინოთი მხოლოდ ნაშუადღევს, დღის 4 საათის შემდეგ ("რადგან დღე ცხელა")
შეიძლება ნადირობა, კაპოეტით ნადირობა დილიდანვე იციან, ოღონდ სიცხეს ამ
შემთხვევაშიც ერიდებიან.

ნადირობის ერთ-ერთი სახეობა ძველად ყოფილა
ჩასაფრებით ნადირობა. "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში" აღნიშნულია, რომ
როდესაც სერაპიონი და მისი თანამგზავრები სათახვე ტბის სანაპიროზე გავლენ,
მათთან მიდის უცნობი და სთხოვს, მცირე ხნით დაყოვნდით "რამეთუ ჟამი არსო
ნადირთაი რომელნი მოვლენ ტბასა ამას, რამეთუ მზა არიან მონადირენი ადგილთა
ამათ".

საყურადღებოა ისიც, რომ ნადირობა ძველ საქართველოში
ბეგარის სახედაც ითვლებოდა. ერთ-ერთ საეკლესიო საბუთში შიომღვიმის
მონასტრის კუთვნილ სოფელ ცხევერეთს წინამძღვარმა დაუწესა შემდეგი:
"წელიწადსა შიგა ერთი დღე ნადირობა არის ბეგარა- ჩვენი მოსაცემელი: კაცისა
თავსა ორ-ორი ჯამი შეჭამადი, ორ-ორი პური, ორ-ორი პირი ღვინო". ცხადია,
წელიწადში ერთხელ ნადირობის დღეს სოფელს მონადირეები უნდა უზრუნველეყო
საბუთში ჩამოთვლილი სურსათ-სანოვაგით.

შესწავლილი მასალიდან ჩანს,
რომ ძველ საქართველოში მონადირეობა გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით,
ეყრდნობოდა ხანგრძლივ ტრადიციებს და შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს
ასრულებდა სამეურნეო და ეკონომიკურ საქმიანობაში.


სოსო ჭანტურიშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”
გაზეთი "კვირის პალიტრა"





 

Страницы:

Оставьте комментарий

Имя / Логин
Email
 


საიტის კატეგორიები

NARUTO სოუნდრიკები

TOP 5 მომხმარებლები






ONLINE GAME

ფლეშ გაკვეტილები კარგადაა ახსნილი??
Total of answers: 52

ჩვენი მთვლელი

ჩვენი მთვლელი