მთავარი წიგნები ჟურნალები ენოტისებრი ძაღლი

ენოტისებრი ძაღლი


ეკუთვნის ძაღლების ოჯახს.
აღწერილობა:საშუალო სიდიდის მხეცია.სხეულის სიგრძე 65-80 სმ,კუდისა 15-25სმ,თავი შედარებიტ პატარაა,დინგი წამახვილებულია,ყურები პატარა,სხეულის წონა 4-10კგ,ბეწვი გრძელი და ხშირი,საკმაოდ უხეში.ბეწვის შეფერილობა ჭუჭყისფერი რუხი,ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლია.მკერდი და ფეხები შავი,მუცელი მოყვითალო რუხი,თვალებსა და ყბებს შუა შავი ხალები.
გავრცელება: შორეული აღმოსავლეთი, მანჯურია, ჩინეთი, კორეა, იაპონია. აკლიმატიზებულია ყოფილ საბჭოთა კავშირის მრავალ ადგილას. საქართველოში აკლიმატიზაციის მიზნით გაშვებული იყო თელავისა და თიანეთის რაიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
ცხოვრების ნირი:ბინადრობს ხშირ ქვეტყიან,შერეულ ტყეებში.მეტწილად მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე,გვხვდება ბაღებსა და ვენახებში.ბუნაგს იკეტებს სოროში,რომელსაც თვითონ თხრის,მაგრამ ხშირად ბინავდება მელას,მაჩვის მიერ მიტოვებულ სოროებში.იკვებება:წვრილი ძუძუმწოვრებით,ფრინველებით,თევზებით,ლოკოკინებით,ამფიბიები,მწერები,ჭამს ხილსა და ბოსტნეულს.აქტიურია ღამით.საქრთველოს პირობებში ზამთრის ძილქუშს იშვიათად ეძლევა.მძუნაობა ხდება ზამთრის ბოლოს,მაკეობა გრძელდება 60-65 დღეს.თითო ჯერზე იბადება 5-7 იშვიათად 15-მდე თვალებ აუხილელი ლეკვი,რომლებსაც თვალები ეხილებათ 9-10 დღის შემდეგ.ერთი თვის შემდეგ ისინი იკვებებიან შერეული საკვებით.გამრავლებლის უნარს იძენენ 10-11 თვის ასაკში.ლეკვების აღზრდაში მამრი აქტიურ მონაწილეობას იღებს.
სამეურნეო მნიშვნელობა:საკმაოდ ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველია,მაგრამ დიდ ზარალს აყენებს სანადირო- სარეწაო და შინაურ ფრინველებს.

ნადირობა აკრძალულია





 

Страницы:

Оставьте комментарий



საიტის კატეგორიები

NARUTO სოუნდრიკები

TOP 5 მომხმარებლები






ONLINE GAME

ფლეშ გაკვეტილები კარგადაა ახსნილი??
Total of answers: 54

ჩვენი მთვლელი

ჩვენი მთვლელი