მთავარი წიგნები ჟურნალები ტურაზე ნადირობა

ტურაზე ნადირობა


თუ მელას თაგვისებური მღრნელების განადგურებით სარგებლობაც მოაქვს,
მისგან განსხვავებით ტურა მხოლოდ ზიანის მომტანი ცხოველია. იგი ღამით
ქურდბაცაცა, გაიძვერა და ვერაგი მტაცებელია. მისი ტიპიური ადგილსამყოფელი
ტუგაის ტიპის ჭალის ტყეები, ეკალ0ბარდიანი წვრილი რტყე, ხშირი ბუჩქნარი,
განსაკუთრებით კი ძეძვით დაფარული ზეგნებია, ჩვენში მრავლადაა კოლხეთის
დაბლობზე, გურიაში, სამეგრელოში, აღმოსავლეთში – შირაქში, მარნეულის,
გარდაბნის, ბოლნისის რაიონებში. ლიტერატურაში მითითებულია, თითქოს ზღვის
დონიდან 600 – 700 მეტრზე მაღლა არ ვრცელდება, მაგრამ უკანასკნელ წლებში
რიცხოვნობის მკვეთრად მომატების შემდეგ მისი საბინადრო არეალი გაფართოვდა
და ამჟამად ისეთ ადგილებში გვხდება სადაც ადრე არ იყო, ზოგან 1500
მეტრამდე სიმაღლეზეც კი ავიდა.


ტურა საკვებად შებინდებისთანავე გამოდის და თავისებური, ხმამაღალი,
ბავშვის ტირილისმაგვარი კივილით ეხმიანება თანამოძმეებს. იკვებება თითქმის
ყველაფრით – ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, ლოკოკინებით, ბაღჩეული
კულტურებით, მაგრამ მისი ძირითადი საკვები წვრილი ძუძუმწოვრები, კურდღელი
და ფრინველებია. თუ მოახერხა თავს ესხმის ცხვარს, თხას და შინაურ
ფრინველსაც. ტურა განსაკუთრებული ზიანის მომტანია ჭალის ტყეებში.
მაგალითად, გარდაბნის სამონადირეო მეურნეობაში მასობრივად სპობს ხოხობს,
გარეული ღორის გოჭებს, ზოგჯერ იმორჩილებს ირმის ნუკრებსაც კი. ამავე დროს
იგი ცოფის, ჭირისა და ტრიქინელოზის გადამტანია და, მიუხედავად ამ
ყველაფრისა, ამჟამად მასზე ნადირობა აკრძალულია. გასული საუკინის 70იანი
წლებიდან, მას შემდეგ, რაც კურდღელზე ნადირობა აიკრძალა, მდევრებით
ნადირობის მოყვარულები დიდი ხალისით ნადირობენ ამ მტაცებლებზე. ჯერ ერთი,
იგი სპორტული ნადირობის ერთ-ერთი კარგი ობიექტია, თან იმ პერიოდში მოდაში
ტყავის ქურქები შემოვიდა და მოთხოვნა მასზე და სხვა ბეწვეულზე დიდი იყო.
მისი მოკვლისთვის პრემიასაც გასცემდნენ. იმ პერიოდში, ინტენსიური
ნადირობის მიუხედავათ, ტურის რიცხოვნობა არათუ მცირდებოდა, პირიქით,
იზრდებოდა, დღეისთვის კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.




თუ ხაფანგით დაჭერას არ ჩავთვლით, ჩვენში ტურაზე ნადირობის ერთადერთი
ხერხია გავრცელებული – მდევრებით ნადირობა. ტურა დღისით ბუნაგში არ წვება,
ხშირ ბუჩქნარს აფარებს თავს, ამგრამ მისი პოვნა ძაღლებს არ უჭირთ, რადგან
იგი ძალიან ფრთხილია, ძაღლს ახლოს არ უშვებს, იპარება და მდევრებიც
სწრაფად ადგებიან ცხელ კვალზე. საერთოდ ტურა ადვილათ სადევნელი ცხოველია,
საკმაოდ მძაფრ სუნს ტოვებს კვალზე, მთავარია, რომ მდევარი იყოს გულადი და
აზარტული. ნადირობა ყველაზე შედეგიანია ხოლმე, როცა 4-5 გამოცდილი
მონადირე ნადირობს წინასწარ კარგად შესწავლილ სავარგულში. დილით ადრე
ძაღლების გამშვები მონადირე ადგილზე უნდა დარჩეს. დანარჩენები კი სწრაფად
მაგრამ ზედმიწევნით ფრთხილად უნდა გადაადგილდნენ და ჩასაფრთნენ სავარაუდო
გასასვლელ ბილიკზე. გეზზე დგომის დროს საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და
კარგად შენიღბვა. ტურა უმნიშვნელო ხმაურზე ან მოძრაობაზე მაშინვე
რეაგირებს და მიმართულებას იცვლის, ხოლო თუ საეჭვო ვერაფერი შენიშნა, იგი
საკმაოდ სწორ წრეებზე ტრიალებს და თავის ტერიტორიას არ ტოვებს. ამიტომ
ნადირმა თუ მოშორებით გაიარა, ადგილის შეცვლა და მეორე წრეზე უფრო
მოხერხებულ ადგილზე დაცდა შეიძლება. მაგრამ დევნის დროს ზედმეტი მოძრაობა
მაინც არასასურველია, მოთმინება სჯობს…


რადგან ტურა საკმაოდ უხეში და გრძელი ბეწვით არის შემოსილი, ჭრილობას
კარგათ უძლებს, ამიტომ მასზე ნადირობისას 0 ან 1 ნომერი საფანტიტ შორ
მანძილზე სასროლი ვაზნებია საჭირო.





 

Страницы:

Оставьте комментарий



საიტის კატეგორიები

NARUTO სოუნდრიკები

TOP 5 მომხმარებლები






ONLINE GAME

ფლეშ გაკვეტილები კარგადაა ახსნილი??
Total of answers: 54

ჩვენი მთვლელი

ჩვენი მთვლელი