|
||შესვლა||რეგისტრაცია|| |
მას შემდეგ როდესაც ნარუტომ სასკე ვერ დაიბრუნა, მან გაიგო რომ მას აქვს 3 წელი იმისატვის რომ შეებრძოლოს ოროჩიმარუს,რომელსაც სურს მიითვისოს სასკეს სხეული.ასევე ის მზად უნდა იყოს შეებრძოლოს აკატცუკის წევრებს,რომლებიც აპირებენ ხელში ჩაიგდონ ცხრავე "კუდიანი" დემონი. ამიტომ ის ჯირაიასთან ერთად კონოჰას სოფლიდან მიდის რათა გახდეს უფრო ძლიერი.ამასობაში ცუნადე ავარჯიშებს საკურას,ხოლო ოროჩიმარუ სასკეს.
მეორე სეზონი იწყება იმ მომენტიდან,როდესაც გავა ორი წელი და ნარუტო შინ ბრუნდება,რათა ახალი ძალებით გააგრძელოს სასკეს ძებნა და გახდეს ჰოკაგე.
სატურნზე აგზავნიან კოსმოსურ ექსპედიციას, რომელმაც პლანეტა დანიის ტერიტორიად უნდა გამოაცხადონ. მაგრამ აღმოჩნდება, რომ თურმე სატურნი უკვე კოლონიზირებულია მწვანე მაცხოვრებლებით, რომლებსაც მაინცდამაინც არ უხარიათ დანიის სამეფოს იურისდიქციაში გადასვლა. მეტსაც გეტყვით, უცხოპლანეტელები აქეთ შემოუტევენ დედამიწას და სკანდინავიელი ”კოლონისტების” მისია ახლა დანიის გათავისუფლება ხდება...
მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი მულტიპლიკაციურუ სერიალი რომელმაც დაიპყრო მთელი მსოფლიო. ეს სერიალი ცნობილია როგორც მოზარდებისთვის ასევე უფროსებისთვისაც.სერიალი მოგვითხრობს ერთი გადარეული ოჯახის შესახებ.
თქვენს წინაშეა საუკეთესო ფეხბურთის კურიოზების უნიკალური კრებული. 56 წუთის მანძილზე მოგიწევთ უნიკალური ვიდეოების მიმოხილვა. ამ ვიდეოშე ნაჩვენებია მეკარეების, მცველების და თავდამსხმელების მიერ დაშვებული შეცდომები, ასევე მრავალი ავტოგოლი.
სკეტჩების ჩამონათვალი:
1. კუკუშა ციხეში;
2. კუკუშა ციხის სასადილოში;
3. კუკუშა ზონაში;
4. კუკუშას ამნისტია;
5. კუკუშას დაბადების დღე.
აღწერა:
ყვითელი წრიპები, გრიუს თანაშემწები და ამავე დროს არმია არიან. მართალია
ისინი იგებენ ადამიანურ საუბარს, თვითონ ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ შეუძლიათ
ცალკეული სიტყვების თქმა, უფრო ხშირად კი ერთმანეთს შორის თავის ენაზე
ურთიერთობენ. მოსულელო, მაგრამ საჭირო ხალხია. საინტერესოა, რომ ზოგიერთ
მინიონს მხოლოდ ერთი თვალი აქვს.
შესანიშნავი დამატებაა ცნობილი მულტფილმისთვის ”საზიზღარი მე”.
ფილმის შესახებ:
ჯონი ნოქსვილის სკანდალური ჯგუფი მზად არის კვლავ გაგვახალისოს და
გვაცინოს. ფილმში ბევრია ექსტრემალური ფანდები, გიჟური ექსპერიმენტები და
ხუმრობები. არასდროს არ იცი იტირო, თუ იცინო, რადგანაც დაჯგუფების წევრები
აკეთებენ იმას, რაზეც ყოველი ადამიანი ჩუმად ოცნებობს, რომ გააკეთოს,
მაგრამ ეშინია სცადოს.