მთავარი ფილმები თრეილერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკედბლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.


26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.

1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილების 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია
წართმეული თავისუფლება:

1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსირება მოახდინა. ხელისუფლება იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა. საქართველო იძულებით შეიყვანეს საბჭოთა კავშირში. დამოუკიდებლობაწართმეული ქვეყანა 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას.



9 აპრილის მემორიალი მთავრობის სასახლის წინ



9 აპრილი:

დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს თბილისში ეწყობა მშვიდობიანი აქციები. საქართველოს სუვერენიტეტის ცნობის მოთხოვნით 1989 წლის აპრილში თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციები ეწყობოდა. მშვიდობიანი მიტინგი 9 აპრილს, გამთენიისას სასტიკად დაარბია საბჭოთა არმიამ, რასაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიის მიუხედავად, ბრძოლა ქვეყნისთვის დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსის მოსაპოვებლად მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა.

რატომ ვზეიმობთ 26 მაისს?

1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი. საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. ამავე წლის 9 აპრილს დამოუკიდებელი საბჭოს პირველ სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი შევიდა ძალაში. ხოლო 26 მაისს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 1991 წლიდან მოყოლებული 26 მაისს ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
გილოცავთ ყველას დამოუკიდებლობის დღეს!!!




 

Страницы:

Оставьте комментарий



NARUTO სოუნდრიკები

TOP 5 მომხმარებლები






ONLINE GAME

ფლეშ გაკვეტილები კარგადაა ახსნილი??
Total of answers: 54

ჩვენი მთვლელი

ჩვენი მთვლელი